• code.org

    მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, კომპიუტერული პროგრამირების უფასო სასწავლო პლატფორმა დამწყებთათვის.

  • Minecraft Education Edition

    თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც სხვადასხცა საგნის სწავლების დროს გამოიყენება

  • school.emis.ge ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსი

    რესურსი დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის არის შექმნილი. იგი მოიცავს „კომპიუტერული ტექნოლოგიების“ (ისტ-ის) ახალი სტანდარტით გათვალისწინებულ აქტივობებს. ფარავს II-III-IV-V კლასების მასალას.

  • https://scratch.mit.edu/

    ბავშვებისთვის შექმნილი პროგრამირების ენა, სადაც მოსწავლეს აქვს საშუალება შექმნას პროექტები, სხვადასხვა ფერადი ვიზუალური ობიექტებით და ხმოვანი ელემენტებით

  • "ვსწავლობ თამაშით"

    ციფრული საგანმანათლებლო რესურსი ,,ვსწავლობთ თამაშით” გამიზნულია დაწყებითი საფეხურის I-IV კლასების მოსწავლეებისთვის (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის)

Friday, March 17, 2023

რეგისტრაცია მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის



 მასწავლებლის საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 20 მარტის 10:00 საათიდან  3 აპრილის 18:00 საათამდე.  


რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე online.naec.ge.   

 
საგნის გამოცდაში მონაწილეობა არ არის შეზღუდული და გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ საგნებში:
  • ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);
  • მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
  • ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
  • ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები);
  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორებისთვის (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური):  ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია;
  • უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული;
  • ესთეტიკური აღზრდის საგნები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, სპორტი;
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კომპიუტერული ტექნოლოგიები;
  • სომხური ან აზერბაიჯანული ენის გამოცდა. 

ყველა მსურველს უფლება აქვს აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი და ასევე, სურვილის შემთხვევაში, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. 

პრაქტიკოსი მასწავლებლების საყურადღებოდ: 2023 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით რეგისტრაციის უფლება აქვთ მხოლოდ აზერბაიჯანული და სომხური ენების პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებს, ასევე, პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს. მათთვის რეგისტრაცია უფასოა.

თუ გამოსაცდელი არ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით მასწავლებლის განათლების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, იგი ტესტირებაში მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის.

რეგისტრაციის დროს გამოსაცდელი უთითებს მხოლოდ:
  • პირად ნომერს;
  • საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;
  • საგანს, რომლის ჩაბარებაც სურს (შესაძლებელია მხოლოდ ერთი საგნის არჩევა); 
  • სასურველ საგამოცდო ქალაქს;
  • გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ - „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში  (მის.: თბილისი, ე. მინდელის N9) ან ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში (რესურსცენტრების მისამართები) 13 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).

პროგრამა არ მოგცემთ რეგისტრაციის დასრულების საშუალებას, თუ გადახდილი არ გაქვთ ტესტირებაში მონაწილეობის საფასური - 50 ლარი. პრაქტიკოსი და სპეციალური პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის რეგისტრაცია შესაბამისი გამოცდისათვის უფასოა. 
 
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
  • „საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით bogpay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%.  Mastercard-ის ბარათის გამოყენებისას - საკომისიო 0 ლარი. გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათით;
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით - ibank.ge -  საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ მობილური აპლიკაციით - mBank - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი.

გადახდილი თანხა სრულად ბრუნდება, თუ მონაწილე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა ტესტირებაზე ან ამ ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადა ტესტირებაში მონაწილეობაზე. განაცხადები მიიღება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ქ. თბილისი, ე. მინდელის N9), რეგიონებში კი - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. 

გაითვალისწინეთ, რომ გამოსაცდელს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ არ აქვს უფლება შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული მონაცემები.

პროფესიული უნარების  გამოცდისა (წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველთათვის) და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის  გამოცდის ჩაბარების მსურველთათვის რეგისტრაცია უახლოეს მომავალში დაიწყება. ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე და მიეწოდება ყველა საგანმანათლებლო  რესურსცენტრს.

Share:

Thursday, March 16, 2023

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა





პედაგოგთა კარიერული წინსვლის მხარდასაჭერად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის გადახედვის პროცესს, რაც პედაგოგთა მაქსიმალური ჩართულობით მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის დახვეწასა და გაუმჯობესებას გულისხმობს. ამ მიზნით, სამინისტროს ინიციატივით მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები და სიახლეები შევიდა. აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, მასწავლებლის სტატუსის მინიჭებისთვის სქემაში განსხვავებული პირობები განისაზღვრა. კერძოდ: წამყვანი/მენტორის სტატუსის მინიჭება მოხდება უნარების გამოცდის შედეგებისა და პორტფოლიოს შეფასების საფუძველზე; უფროსს, რომელმაც უნარების გამოცდაში გადალახა მენტორის სტატუსის მისაღებად დაწესებული ზღვარი, საშუალება ეძლევა, პორტფოლიოს შეფასება წარმოადგინოს ან წამყვანობაზე ან მენტორობაზე; დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირები, რომელთაც უფროსის სტატუსი მოპოვებული აქვთ მინიმუმ 7 კრედიტზე დადასტურებული საგნის გამოცდით, ან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის დოქტორობით, თავისუფლდებიან სტატუსის ასამაღლებელი უნარების გამოცდისგან და მხოლოდ პორტფოლიოს საფუძველზე შეფასდებიან. სიახლეები შეეხო აზერბაიჯანული და სომხური ენების მასწავლებლებს. ცვლილებები მოიცავს სხვადასხვა საკითხს – მასწავლებლები, რომლებმაც საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურეს 10 კრედიტზე, მიიღებენ უფროსი მასწავლებლის სტატუსს, მასწავლებლებს პრაქტიკოსის სტატუსი შეუნარჩუნდებათ 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე და სხვა. მნიშვნელოვანი სიახლეებია სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის ხელშეწყობის კუთხით. კერძოდ, ცვლილებების შესაბამისად: სპეციალური მასწავლებლის სტატუსების ჩამონათვალს დაემატა მენტორის სტატუსი; შეიცვალა წამყვანი და მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოპოვების გზები – სტატუსის მოპოვება შესაძლებელი ხდება სპეციალური მასწავლებლობის მსურველების პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებისა და პორტფოლიოს შეფასების საფუძველზე; წამყვანის სტატუსის მოსაპოვებელი გამოცდა გაიმართება 2023 წელს, ხოლო მენტორის – 2024 წლიდან დაიწყება. სპეციალური მასწავლებლები, რომლებიც მუშაობენ ინტელექტუალური და დასწავლის დარღვევების, მრავლობითი დარღვევების, სენსორული დარღვევების მქონე მოსწავლეებთან, გაივლიან სპეციალურ სასერტიფიკატო კურსს.

Share:

Wednesday, March 15, 2023

მათემატიკის საერთაშორისო დღე

 მათემატიკის საერთაშორისო დღე - 14 მარტი - π რიცხვის დღე. ამ დღესთან დაკავშირებით ქვაბისხევის საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება დევიზით „ მათემატიკა უკეთესი სამყაროსთვის“. მოსწავლეებმა გაინაწილეს საჰაერო ბურთები ციფრებით , მოეწყვნენ π რიცხვის ციფრების შესაბამისი მიმდევრობით (π=3,1415926535897…) და სკოლის ეზოში დაწერეს რიცხვი π. ასევე გაიმართა გუნდურ-ინტელექტუალური თამაშის „ტვინების ბრძოლის“ შიდა სასკოლო ჩემპიონატი. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა დიპლომი. აღნიშნული ღონისძიების შედეგად მოსწავლეებში გაიზარდა მოტივაცია, უკეთ დაეუფლონ ისეთ უმშვენიერეს მეცნიერებას, როგორიცაა მათემატიკა.






Share:

ბოლო პოსტები