




მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, კომპიუტერული პროგრამირების უფასო სასწავლო პლატფორმა დამწყებთათვის.
თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც სხვადასხცა საგნის სწავლების დროს გამოიყენება
რესურსი დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის არის შექმნილი. იგი მოიცავს „კომპიუტერული ტექნოლოგიების“ (ისტ-ის) ახალი სტანდარტით გათვალისწინებულ აქტივობებს. ფარავს II-III-IV-V კლასების მასალას.
ბავშვებისთვის შექმნილი პროგრამირების ენა, სადაც მოსწავლეს აქვს საშუალება შექმნას პროექტები, სხვადასხვა ფერადი ვიზუალური ობიექტებით და ხმოვანი ელემენტებით
ციფრული საგანმანათლებლო რესურსი ,,ვსწავლობთ თამაშით” გამიზნულია დაწყებითი საფეხურის I-IV კლასების მოსწავლეებისთვის (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის)
მასწავლებლის საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 20 მარტის 10:00 საათიდან 3 აპრილის 18:00 საათამდე.
მათემატიკის საერთაშორისო დღე - 14 მარტი - π რიცხვის დღე. ამ დღესთან დაკავშირებით ქვაბისხევის საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება დევიზით „ მათემატიკა უკეთესი სამყაროსთვის“. მოსწავლეებმა გაინაწილეს საჰაერო ბურთები ციფრებით , მოეწყვნენ π რიცხვის ციფრების შესაბამისი მიმდევრობით (π=3,1415926535897…) და სკოლის ეზოში დაწერეს რიცხვი π. ასევე გაიმართა გუნდურ-ინტელექტუალური თამაშის „ტვინების ბრძოლის“ შიდა სასკოლო ჩემპიონატი. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა დიპლომი. აღნიშნული ღონისძიების შედეგად მოსწავლეებში გაიზარდა მოტივაცია, უკეთ დაეუფლონ ისეთ უმშვენიერეს მეცნიერებას, როგორიცაა მათემატიკა.
კავკასიის უნივერსიტეტი სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციასთან ერთად მართვას კონკურს: „კიბერუსაფრთხოების მომავალი ექსპერტი“.
ევროპის ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერი, Jupiter შესაძლოა, წელს ამუშავდეს. „ევროპულსის“ ცნობით, კომპიუტერი გერმანიაში, იულიხის კვლევით ცენტრში დაიდგმება.
სუპერკომპიუტერი ყოველ ორ წამში 1 ტრილიონი პროცესის გაშვებას შეძლებს, რაც 15 მილიონი ლეპტოპის მუშაობის ტოლფასია. მაღალტექნოლოგიურ მანქანას ჯანმრთელობის, ბიოლოგიის, კლიმატის, ენერგეტიკის სფეროში კვლევების ჩასატარებლად, ასევე, სამრეწველო გადაწყვეტილებების შესაქმნელად გამოიყენებენ. ექსპერტების აზრით, კომპიუტერი კვლევის ხარისხს გააუმჯობესებს და მის ღირებულებას შეამცირებს, ასევე, ხელს შეუწყობს კვლევებში მოწინავე ტექნოლოგიების ინტეგრირებას, მათ შორის კვანტურ გამოთვლებს.
მოელიან, რომ Jupiter მსოფლიოში საუკეთესო სუპერკომპიუტერის სამეულში შევა.
2022 წლის დასაწყისში „ევროპულსი“ წერდა, რომ იულიხის კვლევითმა ცენტრმა სუპერკომპიუტერთან გაერთიანებული პირველი კვანტური კომპიუტერი შექმნა. ასეთ კომპიუტერს კვანტური მექანიკის კანონებით ყველაზე რთული „სასიცოცხლო ამოცანების“ ამოხსნა შეუძლია. კერძოდ, შექმნას კლიმატის ცვლილების მოდელები, დაგეგმოს სატრანსპორტო ნაკადები, შეიმუშაოს მედიკამენტების ფორმულები ან ფინანსური ნაკადები გააანალიზოს.
იულიხის კვლევით ცენტრში, ასევე, სუპერკომპიუტერი, Juwels არის განთავსებული, რომელიც 2022 წლის დასაწყისისთვის ევროპაში ყველაზე სწრაფი კომპიუტერი იყო.
2020 წელს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სუპერკომპიუტერი, ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე, იტალიამ შექმნა. ასეთ კომპიუტერს სხვადასხვა სამეცნიერო პრობლემის გადაჭრა, მაგალითად, ვაქცინების შექმნა შეუძლია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ
წყარო: https://www.bpn.ge/article/104402-evropis-qvelaze-zlieri-superkompiuteri-cels-amushavdeba
სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბსხევის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ხალისით შეუერთდნენ HOURS OF CODE (კოდის ერთი ...