Home »
» კოდის ერთი საათი (HOURS OF CODE)

სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბსხევის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ხალისით შეუერთდნენ HOURS OF CODE (კოდის ერთი საათი) კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეულს, რომელიც ტარდება 4-დან 10 დეკემბრის ჩათვლით მსოფლიოს მასშტაბით.

"კოდის ერთი საათის" მიზანია კომპიუტერული მეცნიერებების, პროგრამირების/კოდინგის პოპულარიზაცია და ინოვაციური განათლების ხელშეწყობა.

პროგრამირება ავითარებს ლოგიკურ, ალგორითმულ შემოქმედებით აზროვნებას და 21-ე საუკუნის
უნარებს.

კოდის საათის გლობალური ღონისძიებები ეძღვნება ერთ-ერთი უძლიერესი ქალი მეცნიერის, პროგრამისტის, მათემატიკოსის - გრეის ჰოფერის დაბადების თარიღს.

ჩვენი სკოლა უკვე მონიშნულია მსოფლიოს რუკაზე როგორც მონაწილე უამრავ სკოლებს შორის.

ღონისძიების ფარგლებში შექმნილი ნიკოლოზ ლაკვეხელიანის ნამუშევარი
0 comments:
Post a Comment